воскресенье, 13 марта 2016 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღეს ვნახეთ კოლეგების მიერ მომზადებული პრეზენტაციები. მივიღეთ და გავაკეთეთ უკუკავშირები. გავეცანით მოდული 4 და მოდული 5-ის ნაწილს. გავეცანით მოსწავლეთა ნმუშევრების შეფასების  ფორმებს, სქემებს და ნიმუშებს. გვიგე რომ თემებში პროექტის ნიმუშების გამოყენება დაგვეხმარება, გავითვალისწინოთ თითოეული მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებები და ინტერესები. მოსწავლის პოზიციიდან დანახული სავარაუდო ნაშრომის შექმნა დაგვეხმარება, განვსაზღვროთ, რამდენად შეეფერება პროექტის მოთხოვნები მოსწავლეების საჭიროებებსა და ინტერესებს. ეს, ასევე, დაგვეხმარება, გავარკვიოთ სწავლებისთვის საჭირო რესურსების ხელმისაწვდომობის საკითხი, განვსაზღვროთ შინაარსი და აქტივობები. დავათვალიერეთ მოსწავლის თვალით დანახული ნაშრომების ნიმუშები რომელიც ძალიან მომეწონა.



Комментариев нет:

Отправить комментарий